
უილიამ ჰ. მასი
William H. Macy
უილიამ ჰოლ მეისი უმცროსი (დ. 13 მარტი, 1950) ამერიკელი მსახიობი და მწერალია. ის ნომინირებული იყო ოსკარზე ჯერი ლუნდეგაარდის როლისთვის ფილმში „ფარგო“. ის, ასევე, არის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის პედაგოგი და რეჟისორი. მისი კინოკარიერა ძირითადად დაფუძნებულია მცირე, დამოუკიდებელ ფილმებში მონაწილეობაზე, თუმცა ის ზაფხულის სათავგადასავლო ფილმებშიც გამოჩენილა. მეისი ფართო პოპულარობა მოიპოვა ფრენკ გალაგერის როლის შესრულებით Showtime-ის კომედიურ-დრამატულ სერიალში „უსირცხვილოები“ (2011–2021). მეისი თავის ეკრანულ პერსონაჟს აღწერს, როგორც „რაღაცნაირად შუა ამერიკელი, პროტესტანტი, ლუთერანული ტიპის ბიჭი... ჩვეულებრივი ადამიანი“. მან მოიპოვა ორი „ემი“ და კინომსახიობთა გილდიის პრემია, ხოლო საერთო ჯამში წარდგენილი იყო ცხრა „ემის“ და კინომსახიობთა გილდიის შვიდი პრემიის კანდიდატად. ის ასევე სამჯერ იყო წარდგენილი ოქროს გლობუსის პრემიაზე.
ფილმოგრაფია

საჰარა

მაგნოლია

მორბენალი ადამიანი

პრეზიდენტის თვითმფრინავი

