Veronica Cartwright
მსახიობი

ვერონიკა კარტურიღტი

Veronica Cartwright

20 აპრილი, 1949ბრისტოლი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო2 ფილმი

ვერონიკა კარტრაიტი (დ. 20 აპრილი, 1949) არის ბრიტანეთში დაბადებული ამერიკელი მსახიობი. ის ცნობილია სამეცნიერო-ფანტასტიკურ და საშინელებათა ფილმებში მონაწილეობით და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, სამჯერ იყო წარდგენილი პრაიმტაიმის „ემის“ პრემიაზე. მისი უმცროსი და არის მსახიობი ანჯელა კარტრაიტი. ბავშვობაში კარტრაიტი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა ფილმებში „ბავშვების საათი“ და „ჩიტები“, რომელთაგან ბოლო მისი პირველი კომერციული წარმატება იყო. მთავარ, ზრდასრულ როლებზე გადასვლა მან 1978 წლის ფილმით „სხეულების დამთაცველთა შემოჭრა“ განახორციელა. მომდევნო წელს მან ლამბერტის როლი შეასრულა სამეცნიერო-ფანტასტიკურ საშინელებათა ფილმში „უცხოპლანეტელი“, რამაც მას აღიარება და სატურნის ჯილდო მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაში. ამას გარდა, ის მონაწილეობდა ფილმებში „საუკეთესოები“ და „ისტვიკის ჯადოქრები“, რომლებმაც მას აღიარება მოუტანეს, ხოლო 1990-იან წლებში სამჯერ იყო წარდგენილი პრაიმ-ტაიმის „ემის“ ჯილდოზე დრამატულ სერიალში საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალის კატეგორიაში, ერთხელ — სერიალში „ER“ შესრულებული როლისთვის, ხოლო ორჯერ — სერიალში „საიდუმლო მასალები“ შესრულებული როლისთვის. ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედია

ფილმოგრაფია

უცხო

უცხო

Alien
შემოჭრა

შემოჭრა

The Invasion