
ტომ ჰენქსი
Tom Hanks
ტომას ჯეფრი ჰენკსი (დაიბადა 1956 წლის 9 ივლისს) არის ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი. ჰენკსი, რომელიც ცნობილია როგორც კომედიური, ისე დრამატული როლებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი კინოვარსკვლავია და ფართოდ აღიარებულია, როგორც ამერიკული კულტურის სიმბოლო. ჰენკსმა წარმატებას მიაღწია მთავარი როლებით კომედიებში „სპლეში“ (1984) და „დიდი“ (1988). მან ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, როდესაც განასახიერა შიდსით დაავადებული გეი ადვოკატი ფილმში „ფილადელფია“ (1993) და საშუალოზე დაბალი IQ-ს მქონე ახალგაზრდა მამაკაცი ფილმში „ფორესტ გამპი“ (1994). ჰენკსმა ხუთ ფილმზე ითანამშრომლა კინორეჟისორ სტივენ სპილბერგთან: „რიგით რაიანის გადარჩენა“ (1998), „დამიჭირე, თუ შეძლებ“ (2002), „ტერმინალი“ (2004), „ჯაშუშების ხიდი“ (2015) და „პოსტი“ (2017), ასევე 2001 წლის მინისერიალზე „ძმების ბანდა“, რომელმაც ის რეჟისორად, პროდიუსერად და სცენარისტად წარმოაჩინა. ჰენკსის სხვა აღსანიშნავ ფილმებს შორისაა რომანტიკული კომედიები „უძილო სიეტლში“ (1993) და „შენთვის წერილია“ (1998); დრამები „აპოლო 13“ (1995), „მწვანე მილი“ (1999), „გადარჩენილი“ (2000), „გზა სიკვდილისკენ“ (2002) და „ღრუბლების ატლასი“ (2012); ასევე, ბიოგრაფიული დრამები „ბატონი ბენკსის გადარჩენა“ (2013), „კაპიტანი ფილიპსი“ (2013), „სალი“ (2016) და „ლამაზი დღე სამეზობლოში“ (2019). ის, ასევე, მთავარ როლს ასრულებდა რობერტ ლენგდონის შესახებ გადაღებულ ფილმების სერიაში და ხმა შესძინა შერიფ ვუდს „სათამაშოების ისტორიის“ ფილმების სერიაში. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „ტომ ჰენკსი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

სათამაშოების ისტორია 5

კაპიტანი ფილიპსი

ჯოჯოხეთი

ანგელოზები და დემონები

კაცი სახელად ოტო

ფორესტ გამპი

რიგითი რაიანის გადასარჩენად

აბა დამიჭირე

ფილადელფია

სპილბერგი

დაწყევლილი გზა

მეტისმეტად ხმამაღლა, წარმოუდგენლად ახლოს

სათამაშოების ისტორია 4

სათამაშოების ისტორია 3

სათამაშოების ისტორია 2

სათამაშოების ისტორია

