
სკანდარ კეინესი
Skandar Keynes
ალექსანდერ ამინ კასპარ „სკანდარ“ კეინზი (დაიბადა 1991 წლის 5 სექტემბერს) არის ინგლისელი პოლიტიკური მრჩეველი და ყოფილი მსახიობი. ის ყველაზე მეტად ცნობილია როლით ედმუნდ პევენსის სახით ფილმების სერიაში „ნარნიის ქრონიკები“ (2005 — 2010). კეინზი ბრიტანელი მწერლის, რენდალ კეინზის ვაჟია და რევოლუციური ბიოლოგის, ჩარლზ დარვინის შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილი. 2015 წლის იანვარში კეინსმა სამთვიანი სტაჟირება გაიარა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში. 2016 წლის იანვარში კეინსმა განაცხადა, რომ მსახიობობას ტოვებდა. ამის შემდეგ, 2018 წლის იანვრამდე, კეინსი მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატაში, როგორც კრისპინ ბლანტის, ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატისა და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის (2015-2017 წწ.) საპარლამენტო მრჩეველი. მას შემდეგ კეინზი პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.
ფილმოგრაფია

ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანი

