
სიგაურნი უივერი
Sigourney Weaver
სიუზან ალექსანდრა „სიგურნი“ უივერი (დ. 8 ოქტომბერი, 1949) ამერიკელი მსახიობია. უივერი ითვლება სათავგადასავლო ფილმების გმირ ქალების პიონერად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. ის ცნობილია თავისი როლით ელენ რიპლის სახით „უცხოს“ ფრენშიზში, რომლისთვისაც 1986 წელს წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე და ხშირად ითვლება კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალ მთავარ გმირად. სამსახიობო ოსტატობისთვის „ოქროს გლობუსის“ პრემიაზე შვიდჯერ ნომინირებული უივერი 1988 წელს დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი ფილმებში „გორილები ნისლში“ და „მუშა გოგონა“, რითაც გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ერთსა და იმავე წელს სამსახიობო ოსტატობისთვის ორი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. ორივე ფილმისთვის ის ასევე წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე. ფილმში „ყინულის ქარიშხალი“ (1997) შესრულებული როლისთვის მან მიიღო BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაში. ის ასევე წარდგენილი იყო ტონის პრემიაზე 1984 წლის ბროდვეის პიესაში „Hurlyburly“ შესრულებული როლისთვის. უივერის სხვა კინოროლებია: „მოჩვენებათა მონადირეები“ (1984), „მოჩვენებათა მონადირეები II“ (1989), „დეივი“ (1993), „გალაქტიკური მისია“ (1999), „ხვრელები“ (2003), „WALL-E“ (2008), „ავატარი“ (2009), „ლოცვები ბობისთვის“ (2009), „პოლ“ (2011), „ხის ქოხი“ (2012) და „როცა მონსტრი გეწვევა“ (2016); ასევე, სატელევიზიო მინისერიალები „პოლიტიკური ცხოველები“ (2012) და „დამცველები“ (2017). აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „სიგურნი უივერი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

მტვრის ბაჭია

ჩაპი

უცხო 4: გაცოცხლება

უცხო³

უცხო 2

უცხო

დღის ცივი შუქი

უოლ-ი

ავატარი 2: წყლის გზა

ავატარი

ხეობა

