Sean Penn
მსახიობი

შონ პენი

Sean Penn

17 აგვისტო, 1960სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ8 ფილმი

შონ ჯასტინ პენი (დაიბადა 1960 წლის 17 აგვისტოს) არის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. ის ცნობილია თავისი ინტენსიური მთავარი მამაკაცის როლებით კინოში. მისი ჯილდოებია სამი ოსკარი, ოქროს გლობუსი და ნომინაციები სამ ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოზე, ემის პრემიაზე და გრემის პრემიაზე. 2015 წელს მან მიიღო საპატიო „ცეზარი“, ხოლო 2022 წელს ბობ ჰოუპის ჰუმანიტარული პრემია. პენმა თავისი სადებიუტო როლი კინოფილმში შეასრულა დრამაში „ტაფსი“ (1981), სანამ მონაწილეობას მიიღებდა ფილმებში „სწრაფი დროები რიჯმონტის საშუალო სკოლაში“ (1982), „ცუდი ბიჭები“ (1983) და „ახლო მანძილზე“ (1986). მან ორჯერ მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის — მწუხარე მამის როლისთვის ფილმში „მისტიკური მდინარე“ (2003) და ლგბტ უფლებების დამცველი აქტივისტის, ჰარვი მილკის როლისთვის ფილმში „მილკი“ (2008). მან მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლისთვის, როდესაც განასახიერა უმოწყალო სამხედრო ოფიცერი პოლკოვნიკი სტივენ ჯ. ლოკჯოუ ფილმში „ერთი ბრძოლა მეორის შემდეგ“ (One Battle After Another, 2025). ის ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმებისთვის „სიკვდილმისჯილი მიდის“ (1995), „ტკბილი და უღირსი“ (1999) და „მე სემი ვარ“ (2001). ის, ასევე, მონაწილეობდა ფილმებში „ომის მსხვერპლნი“ (1989), „მადლის მდგომარეობა“ (1990), „კარლიტოს გზა“ (1993), „თამაში“ (1997), „წვრილი წითელი ხაზი“ (1998), „ჰარლიბარლი“ (1998), „21 გრამი“ (2003), „სამართლიანი თამაში“ (2010), „სიცოცხლის ხე“ (2011), „ლიქორიც პიცა“ (2021) და „დადიო“ (2023). პენმა რეჟისორული დებიუტი კრიმინალურ დრამით „ინდიელი მორბენალი“ (1991) განახორციელა, რასაც „გზაჯვარედინის დარაჯი“ (1995), „დაპირება“ (2001) და „ველურ პირობებში“ (2007) მოჰყვა. სცენაზე მან ითამაშა ბროდვეის პიესებში „ჰარტლენდი“ (1981) და „სლაბ ბოიზ“ (1983). ტელევიზიაში მან ასტრონავტის როლი შეასრულა Hulu-ს დრამატულ სერიალში „პირველი“ (2018) და ჯონ ნ. მიტჩელის როლი Starz-ის პოლიტიკურ თრილერ მინისერიალში „გაზაფხულება“ (2022). პენი ასევე ჩართული იყო პოლიტიკურ და სოციალურ აქტივიზმში, მათ შორის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკაში, კუბისა და ვენესუელის პრეზიდენტებთან კონტაქტში, ჰუმანიტარულ საქმიანობაში 2005 წლის ქარიშხალ „კატრინას“ და 2010 წლის ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერაში რუსეთ-უკრაინის ომის დროს. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „შონ პენი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.

ფილმოგრაფია

განგსტერთა რაზმი

განგსტერთა რაზმი

Gangster Squad
მიცვალებული მოდის

მიცვალებული მოდის

Dead Man Walking
იდუმალი მდინარე

იდუმალი მდინარე

Mystic River
ჩვენ ანგელოზები არ ვართ

ჩვენ ანგელოზები არ ვართ

We're No Angels
სიცოცხლის ხე

სიცოცხლის ხე

The Tree of Life
ბრძოლის შემდეგ ბრძოლა

ბრძოლის შემდეგ ბრძოლა

One Battle After Another
ბრაზიანი ჩიტები

ბრაზიანი ჩიტები

The Angry Birds Movie
კარლიტოს გზა

კარლიტოს გზა

Carlito's Way