Ryan Reynolds
მსახიობი

რაიან რეინოლდსი

Ryan Reynolds

23 ოქტომბერი, 1976ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა15 ფილმი

რაიან როდნი რეინოლდსი (დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს) არის კანადელი და ამერიკელი მსახიობი, მეწარმე და კინოპროდიუსერი. ცნობილია კომედიურ და სუპერგმირულ ფილმებში მთავარი როლების შესრულებით. 2020 და 2024 წლებში ის მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. რეინოლდსმა მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის, ორი „პრაიმტაიმ ემის“ პრემია და ორი „გრემის“ პრემიისა და „ოქროს გლობუსის“ პრემიის ნომინაციები. მისი ფილმები, რომლებშიც ის მთავარ როლს ასრულებდა, მსოფლიო მასშტაბით 6,6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოიტანა. რეინოლდსი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა კანადის ქალაქ ვანკუვერში, მსახიობობას 13 წლის ასაკში შეუდგა და სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში მცირე როლებს ასრულებდა. მისი პირველი მთავარი როლი იყო თინეიჯერულ საპნის ოპერაში „ჰილსაიდი“ (1991–1993), შემდეგ კი მთავარი როლი შეასრულა სიტკომში „ორი ბიჭი და ერთი გოგო“ (1998–2001). მოგვიანებით რეინოლდსი მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმში, მათ შორის, კომერციულად წარმატებულ რომანტიკულ კომედიებში „ნეშენალ ლემპუნის ვან უაილდერი“ (2002), „ლოდინი…“ (2005) და „შეთავაზება“ (2009), სუპერგმირების შესახებ გადაღებული ფილმები „ბლეიდი: ტრინიტი“ (2004), „X-ადამიანების სათავეები: ვულვერინი“ (2009) და „მწვანე ლამპარი“ (2011), ასევე ბიოგრაფიული დრამა „ქალი ოქროში“ (2015). რეინოლდსმა ყველაზე დიდი კომერციული წარმატება მიაღწია „დედპულის“ ფრენჩაიზის მთავარი გმირის როლით, რომელშიც მან ითამაშა ფილმებში „დედპული“ (2016), „დედპული 2“ (2018) და „დედპული და ვულვერინი“ (2024). პირველში შესრულებული როლისთვის ის წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე, ხოლო ბოლო ფილმი გახდა მისი ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარი. ის მონაწილეობდა სამეცნიერო-ფანტასტიკურ საშინელებათა ფილმში „სიცოცხლე“ (2017) და ისეთ სათავგადასავლო ფილმებში, როგორიცაა „6 ანდერგრაუნდი“ (2019), „თავისუფალი ადამიანი“ (2021) და „ადამის პროექტი“ (2022). რეინოლდსმა ხმა ასევე შესძინა ანიმაციურ ფილმებს, მათ შორის, „კრუდების“ ფრენჩაიზს (2013–2020), „ტურბოს“ (2013) და ანიმაციურ პერსონაჟს პიკაჩუს ფილმში „დეტექტივი პიკაჩუ“ (2019). 2017 წელს ჟურნალმა Time-მა რეინოლდსი შეიყვანა Time 100-ის სიაში — მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. 2010 წელს ის ჟურნალ People-ის მიერ ცოცხალ მამაკაცთა შორის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს, ხოლო 2017 წელს მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიენიჭა. როგორც ბიზნესმენს, მას ეკუთვნის კომპანია Mint Mobile-ის წილის ნაწილი და ის უელსური საფეხბურთო კლუბის „რექსემის“ თანამფლობელია; ეს უკანასკნელი მოვლენა ასახულია ემის პრემიის მფლობელ სატელევიზიო სერიალში „მოგესალმებით რექსემში“ (2022 წლიდან დღემდე). რეინოლდსი, რომელიც განქორწინებულია მსახიობ სკარლეტ იოჰანსონთან, 2012 წლიდან დაქორწინებულია ბლეიკ ლაივლისთან, რომელთანაც მას ოთხი შვილი ჰყავს. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „რაიან რეინოლდსი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.

ფილმოგრაფია

ჰაროლდი და კუმარი თეთრ სასახლეში (დაბოლილები)

ჰაროლდი და კუმარი თეთრ სასახლეში (დაბოლილები)

Harold & Kumar Go to White Castle
მეიდეი

მეიდეი

Mayday
6 კანონდამრღვევი

6 კანონდამრღვევი

6 Underground
ცოცხლად დამარხული

ცოცხლად დამარხული

Buried
უსაფრთხო სახლი

უსაფრთხო სახლი

Safe House
მკვლელის მცველი

მკვლელის მცველი

The Hitman's Bodyguard
მკვლელის ცოლის მცველი

მკვლელის ცოლის მცველი

Hitman's Wife's Bodyguard
X-ადამიანები დასაწყისი: სამურავი

X-ადამიანები დასაწყისი: სამურავი

X-Men Origins: Wolverine
დედპული 2

დედპული 2

Deadpool 2
დედპული

დედპული

Deadpool
წითელი ცირკულარი

წითელი ცირკულარი

Red Notice
სიცოცხლე

სიცოცხლე

Life
დედპული და ვულვერინი

დედპული და ვულვერინი

Deadpool & Wolverine
ქრუდსები 2

ქრუდსები 2

The Croods: A New Age
ქრუდების ოჯახი

ქრუდების ოჯახი

The Croods