
რობერტ დე ნირო
Robert De Niro
რობერტ ენტონი დე ნირო (დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს) არის ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი. დე ნირო, რომელიც ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე გავლენიან მსახიობად, დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით, მათ შორის, ორი ოსკარით და ოქროს გლობუსით, ასევე წარდგენილი იყო რვა BAFTA-ს და ოთხი ემის პრემიაზე. 2003 წელს მას AFI-ის ჯილდო „წარმატებული ცხოვრებისთვის“, 2009 წელს კენედის ცენტრის ჯილდო, 2011 წელს კი სესილ ბ. დემილის პრემია 2011 წელს და კინომსახიობთა გილდიის პრემია „წარმატებული ცხოვრებისთვის“ 2019 წელს. 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დე ნიროს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. დე ნირომ სამსახიობო ხელოვნება HB სტუდიაში, სტელა ადლერის კონსერვატორიასა და ლი სტრასბერგის სამსახიობო სტუდიაში შეისწავლა. მისი პირველი აღიარებული როლი კინოში იყო ბრაიან დე პალმას ფილმში „მოკითხვები“ (1968). დე ნიროს პირველი თანამშრომლობა მარტინ სკორსეზესთან იყო კრიმინალური დრამატული ფილმისთვის „საშინელი ქუჩები“ (1973). დე ნირომ ორი ოსკარი მიიღო: ერთი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ვიტო კორლეონეს როლისთვის ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლიმამა II“ (1974) და მეორე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ჯეიკ ლამოტას როლისთვის სკორსეზეს დრამაში „მრისხანე ხარი“ (1980). დე ნირო ასევე წარდგენილი იყო ოსკარზე ფილმებისთვის „ტაქსისტი“ (1976), „ირმების მონადირე“ (1978), „გაღვიძება“ (1990), „კეიპ-ფიარი“ (1991), „სილვერ ლაინინგს პლეიბუკი“ (2012) და „ყვავილების მთის მკვლელები“ (2023). ის ასევე ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ნელა დაარტყი დოლს“ (1973), „1900“ (1976), „კომედიის მეფე“ (1982), „ერთხელ ამერიკაში“ (1984), „ბრაზილია“ (1985), „მისია“ (1986), „ანგელოზის გული“ (1987), „შეუხებელი“ (1987), „კარგი ბიჭები“ (1990), „ამ ბიჭის ცხოვრება“ (1993), „მერი შელის ფრანკენშტაინი“ (1994), „სითბო“ (1995), „კაზინო“ (1995), „ჯეკი ბრაუნი“ (1997), „ჯოკერი“ (2019) და „ირლანდიელი“ (2019). ის იყო რეჟისორი და მსახიობი ფილმებში „ბრონქსის ამბავი“ (1993) და „კარგი მწყემსი“ (2006). მისი კომედიური როლებია „გამარჯობა, დედა!“ (1970), „შუაღამის დევნა“ (1988), „კუდის ქიცინი“ (1997), „გაანალიზე ეს“ (1999) და მისი სიკველი, „გაანალიზე ის“ (2002), „გაიცანი მშობლები“ (2000–2010) და „სტაჟიორი“ (2015). დე ნირო, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სატელევიზიო როლებით, ბერნი მადოფის როლს ასრულებდა HBO-ს ფილმში „ტყუილების ჯადოქარი“ (2017), რისთვისაც წარდგენილი იყო პრაიმტაიმის ემის პრემიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში მინი-სერიალში ან ფილმში. მან კიდევ ემის პრემიის ნომინაციები მიიღო Netflix-ის შეზღუდული სერიალის „როცა ისინი ჩვენს ხედავენ“ (2019) პროდიუსირებისთვის და რობერტ მიულერის გამოსახვისთვის „შაბათ საღამოს შოუში“. დე ნირომ და პროდიუსერმა ჯეინ როზენტალმა 1989 წელს დააარსეს კინო- და სატელევიზიო პროდიუსერული კომპანია TriBeCa Productions, რომელმაც მისი საკუთარი ფილმების გარდა, კიდევ რამდენიმე ფილმი გადაიღო. როზენტალთან ერთად მან 2002 წელს დააარსა ტრიბეკის კინოფესტივალი. დე ნიროს მრავალი ფილმი ამერიკული კინოს კლასიკად ითვლება. 2023 წლის მდგომარეობით, დე ნიროს ექვსი ფილმი კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ აშშ-ის ეროვნულ კინორეესტრში შევიდა, როგორც „კულტურული, ისტორიული ან ესთეტიკური მნიშვნელობის მქონე“. ხუთი ფილმი წარმოდგენილია ამერიკული კინოაკადემიის (AFI) ყველა დროის 100 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში. ჟურნალი Timeout-ის
ფილმოგრაფია

რონინი

ხელშეუხებელნი

სიყვარულის სახელმძღვანელო 3

მოჩურჩულე

ჩვენ ანგელოზები არ ვართ

არტური და უჩინარები

გააანალიზე ეს

წარმატების 15 წუთი

ტყუილების ოსტატი

ბრონქსის ისტორია

ტაქსის მძღოლი

მაგარი ბიჭები

კაზინო

მძინარენი

მარვინის ოთახი

ამ ბიჭის ცხოვრება

ეზრა

შერკინება

მკვლელობის უფლება

ირლანდიელი

ჯოკერი

უსაზღვრო

