
პირკ ბროსნანი
Pierce Brosnan
პირს ბრენდან ბროსნანი, OBE (დ. 16 მაისი, 1953) არის ირლანდიელი მსახიობი, კინოპროდიუსერი და გარემოს დამცველი, რომელსაც აქვს ირლანდიის და აშშ-ის მოქალაქეობა. 16 წლის ასაკში სკოლის დამთავრების შემდეგ ბროსნანმა დაიწყო სწავლა კომერციული ილუსტრაციის მიმართულებით, თუმცა სამი წელი სწავლობდა ლონდონის დრამატულ ცენტრში. სცენაზე მსახიობობის შემდეგ ის პოპულარული გახდა სატელევიზიო სერიალში „რემინგტონ სტილი“ (1982–87). „რემინგტონ სტილის“ შემდეგ ბროსნანმა მთავარი როლები შეასრულა მრავალ ფილმში, როგორიცაა „დანტეს პიკი“ და „ტომას კრაუნის საქმე“. 1995 წელს ის გახდა მეხუთე მსახიობი, რომელმაც ოფიციალურ ფილმების სერიაში საიდუმლო აგენტი ჯეიმს ბონდი განასახიერა. 1995-2002 წლებში ის ოთხ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა. მან, ასევე, თავისი ხმა და გარეგნობა შესთავაზა ბონდს 2004 წლის ვიდეოთამაშში „ჯეიმზ ბონდი 007: ყველაფერი ან არაფერი“. ბონდის როლის შესრულების შემდეგ, მან ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა „მატადორი“ (ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, 2005 წ.), „მამა მია!“ (ეროვნული კინოპრემია, 2008 წ.) და „ჩრდილოვანი ავტორი“ (2010 წ.). 1996 წელს ბო სენტ-კლერთან ერთად ბროსნანმა დააფუძნა Irish DreamTime, ლოს-ანჯელესში დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანია. ბოლო წლებში ის ცნობილი გახდა თავისი საქველმოქმედო საქმიანობითა და გარემოს დაცვის აქტივიზმით. ის 1980 წლიდან ავსტრალიელ მსახიობ კასანდრა ჰარისზე იყო დაქორწინებული, სანამ ის 1991 წელს გარდაიცვალა. 2001 წელს მან ცოლად შეირთო ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი კილი შეი სმიტი, ხოლო 2004 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
ფილმოგრაფია

007: ოქროს თვალი

განგსტერლენდი

მეფეთ მეფე

სერაფიმის ჩანჩქერი

თომას კრაუნის აფერა

კონკია

ერთადერთი ცოცხალი ბიჭი ნიუ იორკში

