
პოლ შნეიდერი
Paul Schneider
პოლ ენდრიუ შნაიდერი (დ. 16 მარტი, 1976) არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია დიკ ლიდილის როლით ეპიკურ ვესტერნში „ჯესი ჯეიმზის მკვლელობა მშიშარა რობერტ ფორდის მიერ“ (2007) და მარკ ბრენდანავიჩის მთავარი როლით NBC-ის პოლიტიკური სატირული სიტკომის „პარკები და დასვენება“ (2009–10) პირველ და მეორე სეზონებში. ის, ასევე, მთავარ როლებში გამოჩნდა რომანტიკულ დრამატულ ფილმში „ყველა ნამდვილი გოგონა“ (2003) და კომედიურ ფილმში „ბავშვის შემქმნელები“ (2012), რომელთაგან პირველის სცენარის თანაავტორი იყო დევიდ გორდონ გრინთან ერთად და ნომინირებული იყო Gotham Independent Film Award-ზე კატეგორიაში „საუკეთესო ახალბედა მსახიობი“. ამის შემდეგ ის მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ელიზაბეტტაუნი“ (2005), „ლარსი და ნამდვილი გოგონა“ (2007), „წავედით“ (2009), „წყალი სპილოებისთვის“ (2011), „გამარჯობა, კარტერი“ (2013), „წესები არ ვრცელდება“ (2016), „სისხლით ძმები“ (2020) და „ამერიკელი მკვლელი“ (2022). ჩარლზ არმიტეჯ ბრაუნის როლის შესრულებისთვის ბიოგრაფიულ რომანტიკულ დრამაში „ნათელი ვარსკვლავი“ (2009), შნაიდერმა მიიღო კინოკრიტიკოსთა ეროვნული საზოგადოების ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი როლის შემსრულებლისთვის. მას ასევე მიენიჭა საუკეთესო მსახიობის ჯილდო მხატვრული ფილმისთვის ტრაიბეკის კინოფესტივალზე, რომანტიკული კომედიური დრამატული ფილმისთვის „Goodbye to All That“ (2014).
ფილმოგრაფია

მაღალი საზოგადოება

ელისაბედთაუნი

