
ოლივერ ჯაკსონ-კოჰენი
Oliver Jackson-Cohen
ოლივერ მანსურ ჯექსონ-კოენი (დაიბადა 1986 წლის 24 ოქტომბერს) არის ინგლისელი მსახიობი. ის ყველაზე მეტად ცნობილია ლუკ კრეინის როლით „ჰილ-ჰაუსის მოჩვენებაში“ და პიტერ კვინტის როლით „ბლაი-მენორის მოჩვენებაში“, Netflix-ის ორიგინალურ ანთოლოგიურ სერიალში. ჯექსონ-კოენი დაიბადა ლონდონში, მოდის დიზაინერ დევიდ კოენისა და ბეტი ჯექსონის ოჯახში. ის სწავლობდა ლონდონში მდებარე ფრანგულ ლიცეუმში „შარლ დე გოლი“ და შაბათ-კვირას — „იანგბლადის“ თეატრალურ კომპანიაში. მისი პირველი როლი ტელევიზიაში იყო, როდესაც ის სულ რაღაც 14 წლის იყო, სერიალში „ჰოლიოუქსი“ ჟან-პიერის როლში, ხოლო მოგვიანებით, 2007 წელს, ის გამოჩნდა სხვა ტელესერიალში „შენი ცხოვრების დრო“ მარკუსის როლში. 2008 წელს მან ითამაშა ფილიპ უაიტის როლი BBC-ის სერიალში „ლარკ რაიზიდან კენდლფორდში“. ოლივერ კოენმა განასახიერა დეიმონის პერსონაჟი 2010 წლის ფილმში „შორ მანძილზე“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ დრიუ ბერიმორი და ჯასტინ ლონგი. ამჟამად, მისი ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი როლია ფილმში „უფრო სწრაფად“, სადაც ის განასახიერებს მკვლელს დუეინ ჯონსონისა და ბილი ბობ თორნტონის გვერდით. 2002 და 2023 წლებს შორის კოენმა შეძლო ძალიან წარმატებული კარიერის აწყობა ტელევიზიაში, კინოში და სტრიმინგ პლატფორმებზე. მას დაახლოებით 26 როლი აქვს შესრულებული, მათ შორის სერიალებში, მცირე სერიებში, მხატვრულ ფილმებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში.
ფილმოგრაფია

ტყვიაზე სწრაფი

