
მაიკლ რაუსი
Michael Rouse
მაიკლ რაუზი ბრიტანელი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოდან მოღვაწეობს და რომელსაც Waring & McKenna წარმოადგენს. ის სოლო-მომღერლის ამპლუაში გამოსულა სამეფო ფილარმონიულ და ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრებთან ერთად, ასევე, შექმნა მუსიკა ფილმისთვის „Tap Boy“ (2021) და იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში „Geoff“ (2017). მისი ყველაზე აღსანიშნავი როლებია კაპიტანი რაილენდსი ფილმში „1917“ (2019, რეჟისორი სემ მენდესი), ფრენსის კოლინზი ფილმში „ყველაფერი სიმართლეა“ (2018, რეჟისორი კენეტ ბრანა), ბრიტანელი პოლიციის უფროსი ინსპექტორი ფილმში „დანაშაული აღმოსავლეთის ექსპრესში“ (2017, ჯონი დეპთან ერთად), რიგითი ლორინი ფილმში „სიკვდილი ნილოსზე“ (2022), ახალი ამბების რეპორტიორი ფილმში „არტემის ფაული“ (2020, ჯუდი დენჩთან ერთად) და პრინცი ალბერტი ფილმში „უინძორები“ (2018). სცენაზე ის ყველაზე მეტად ცნობილია კენეტ ბრანაჰის თეატრალურ კომპანიასთან თანამშრომლობით, მათ შორის, როლებში: ლორდ კაპულეტი „რომეო და ჯულიეტაში“ (2016 წ., უესტ-ენდი) და ციხის ზედამხედველი „ზამთრის ზღაპარში“ (2015 წ., ჯუდი დენჩთან ერთად), ასევე, ლეგოლასი „ბეჭდების მბრძანებელში“ (თეატრი „როიალი“, დრური-ლეინი) და პროტეანი „ფორუმისკენ მიმავალ გზაზე მომხდარ სასაცილო ამბავში“ (ეროვნული თეატრი, 2004 წ.). მან ითამაშა ერთპერსონიანი მიუზიკლის „სუპერგმირი“ (2017 წ., საუთვარკ-პლეიჰაუსი) მსოფლიო პრემიერაში, რომლის სიმღერამაც „არ დაიხედო ქვემოთ“ (Don't Look Down) მოიპოვა სტაილზისა და დრიუს პრემია.
ფილმოგრაფია

