
მარი ავგეროპაულოსი
Marie Avgeropoulos
მარი ავგეროპულოსი (დაიბადა 1986 წლის 17 ივნისს) არის ბერძნული წარმოშობის კანადელი მსახიობი და მოდელი. მისი პირველი წარმატებული როლი იყო ვალი ვულის როლი 2009 წლის ფილმში „მიყვარხარ, ბეთ კუპერი“, რომლის რეჟისორიც იყო კრის კოლუმბუსი. ამის შემდეგ, ის სხვადასხვა როლებში გამოჩნდა ფილმებსა და სატელევიზიო პროექტებში: კირსტის როლში სერიალში „კულტი“, კიმ როუდსის როლში ფილმში „სიკვდილისკენ ნადირობა“ და ოქტავია ბლეიკის როლში სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში „100“. სამშობლო ქალაქში ორი წლის განმავლობაში სატელევიზიო ჟურნალისტიკის შესწავლის შემდეგ, ავგეროპულოსი ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე თვის შემდეგ ის დაბრუნდა კანადაში და დასახლდა ვანკუვერში. ავგეროპულოსმა 16 წლის ასაკში დაიწყო დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ერთ-ერთმა მეგობარმა ის ვანკუვერში კასტინგზე მიიწვია, სადაც შემთხვევით დრამერებს ეძებდნენ. ტალანტების აგენტმა მისი ნიჭი შეაფასა და სხვადასხვა ეროვნულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მან მიიქცია რეჟისორ კრის კოლუმბუსის ყურადღება. მან ავგეროპულოსი აიყვანა ფილმში „მიყვარხარ, ბეთ კუპერი“, რაც მისი პირველი როლი იყო მხატვრულ ფილმში. ამ ფილმში მონაწილეობამ მას საშუალება მისცა, სხვა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში მიეღო მონაწილეობა. 2010 წელს ავგეროპულოსმა მიიღო კიმ როუდსის როლი ფილმში „სიკვდილამდე ნადირობა“, რაც მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. 2013 წლის დასაწყისში ავგეროპულოსმა წარმატებით მოიპოვა პოპულარობა ტელევიზიაში მას შემდეგ, რაც მას მიენიჭა მუდმივი როლი The CW-ის სერიალში „კულტი“. თუმცა, სერიალმა ვერ მოიპოვა მაყურებლის ყურადღება და მე-7 ეპიზოდის შემდეგ გადაცემა გაუქმდა. სერიალის დარჩენილი ექვსი ეპიზოდი ზაფხულის ბოლოს გადაიცემოდა. სერიალის დასრულებიდან ცოტა ხანში, The CW-მ ის თავიანთ ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში, „100-ში“, ერთ-ერთ მთავარ როლზე აიყვანა, რომ ოქტავია ბლეიკის პერსონაჟი განესახიერებინა.
ფილმოგრაფია

ჯიუ ჯიცუ

