
ლეონარდო დიკაპრიო
Leonardo DiCaprio
ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო (დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს) არის ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი. დიკაპრიო, რომელიც ცნობილია ბიოგრაფიულ და ისტორიულ ფილმებში შესრულებული როლებით, მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, ოსკარის, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემიისა და სამი ოქროს გლობუსის. 2019 წლის მდგომარეობით, მისმა ფილმებმა მსოფლიო მასშტაბით 7,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ხოლო თავად ის რვაჯერ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიურ რეიტინგში. ლოს-ანჯელესში დაბადებულმა დიკაპრიომ თავისი კარიერა 1980-იანი წლების ბოლოს სატელევიზიო რეკლამებში მონაწილეობით დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში მას ჰქონდა მუდმივი როლები სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, როგორიცაა სიტკომი „მშობლობა“ (Parenthood), ხოლო პირველი მნიშვნელოვანი როლი კინოში შეასრულა მწერლის, ტობიას ვოლფის სახით ფილმში „ამ ბიჭის ცხოვრება“ (This Boy's Life, 1993). 19 წლის ასაკში მან მიიღო კრიტიკოსების აღიარება და პირველად წარდგენილ იქნა ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიებზე განვითარების შეფერხების მქონე ბიჭის როლის შესრულებისთვის ფილმში „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“ (1993). მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ბედით განწირული რომანტიკული ფილმებით „რომეო + ჯულიეტა“ (1996) და „ტიტანიკი“ (1997). მას შემდეგ, რაც „ტიტანიკი“ იმ დროისთვის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, მან რამდენიმე წლით შეამცირა თავისი სამუშაო დატვირთვა. რომანტიკული გმირის იმიჯისგან თავის დასაღწევად დიკაპრიომ სხვა ჟანრებში როლების შესრულება გადაწყვიტა, მათ შორის, კრიმინალურ დრამებში „დამიჭირე, თუ შეგიძლია“ (2002) და „ნიუ-იორკის ბანდები“ (2002); ეს უკანასკნელი იყო მისი მრავალი წარმატებული თანამშრომლობის პირველი შემთხვევა რეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. დიკაპრიომ განასახიერა ჰოვარდ ჰიუზი ფილმში „ავიატორი“ (2004) და მიიღო აღიარება თავისი შესრულებისთვის პოლიტიკურ თრილერში „სისხლიანი ალმასი“ (2006), კრიმინალურ დრამაში „გამცემი“ (2006) და რომანტიკულ დრამაში „რევოლუციური გზა“ (2008). შემდგომ ათწლეულში დიკაპრიომ ითამაშა რამდენიმე ცნობილი რეჟისორის პროექტში, მათ შორის, სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში „დაწყება“ (2010), ვესტერნში „ჯანგო გათავისუფნებული“ (2012), ბიოგრაფიულ ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ (2013), გადარჩენის თემატიკის დრამაში „მძინარე“ (2015), რომლისთვისაც მან მოიპოვა ოსკარის და BAFTA-ს ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცის მთავარ როლში ნომინაციაში, და კომედიურ დრამაში „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019). ყველა ეს ფილმი იყო წარმატებული როგორც კრიტიკოსების, ისე კომერციული თვალსაზრისით. დიკაპრიო არის Appian Way Productions-ის დამფუძნებელი, საპროდიუსერო კომპანიისა, რომელმაც გადაიღო მისი ზოგიერთი ფილმი და დოკუმენტური სერიალი „გრინსბურგი“ (2008–2010), ასევე, ლეონარდო დიკაპრიოს ფონდის დამფუძნებელი, არაკომერციული ორგანიზაციისა, რომელიც ეთმობა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ის რეგულარულად უჭერს მხარს საქველმოქმედო საქმეებს და გადაუღია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გარემოს დაცვის შესახებ. 2005 წელს მას ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორის წოდება მიენიჭა, ხოლო 2016 წელს ის ჟურნალ Time‑ის მიერ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელეს.
ფილმოგრაფია

სისხლიანი ალმასი

ბრძოლის შემდეგ ბრძოლა

ჯანგო

სახელგანთქმული

უოლ სტრიტის მგელი

არ აიხედო

სანაპირო

შეშლილთა კუნძული

კაცი რკინის ნიღაბში

დიდი გეტსბი

კალათბურთელის დღიურები

ჯ. ედგარი

სწრაფი და მკვდარი

მარვინის ოთახი

რომეო & ჯულიეტა

ცვლილებების გზა

ნიუ-იორკის ბანდები

ავიატორი

სიცრუის ერთობლიობა

აბა დამიჭირე

წყალდიდობამდე

განდგომილები

ამ ბიჭის ცხოვრება

სპილბერგი

დასაწყისი

ტიტანიკი

რევენანტი

