
კე ჰუი კვანი
Ke Huy Quan
კე ჰუი კუანი (ვიეტნამურად: Quan Kế Huy; დაბ. 20 აგვისტო, 1971), ასევე ცნობილი, როგორც ჯონათან კე კუანი, არის ამერიკელი მსახიობი. მისი ჯილდოებია „ოქროს გლობუსი“ და ოსკარი. კუანი დაიბადა ვიეტნამში და ბავშვობაში აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. ბავშვობაში მსახიობი გახდა და პოპულარობა მოიპოვა შორტ რაუნდის როლით ფილმში „ინდიანა ჯონსი და განკითხვის ტაძარი“ (1984) და დათას როლით ფილმში „გუნიები“ (1985). 1990-იან წლებში ახალგაზრდა ზრდასრულის რამდენიმე როლის შემდეგ მან 19-წლიანი შესვენება აიღო სამსახიობო კარიერაში, რომლის განმავლობაშიც მუშაობდა როგორც ტრიუკების ქორეოგრაფი და ასისტენტ-რეჟისორი. კვანი სამსახიობო საქმიანობას ოჯახური სათავგადასავლო ფილმით „ოჰანას ძიება“ (2021) დაუბრუნდა, რასაც მოჰყვა კრიტიკოსების მიერ აღიარებული „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ (2022), რომელშიც შესრულებული როლისთვის მან სხვადასხვა ჯილდო მიიღო, მათ შორის, ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი როლის შემსრულებლისთვის. ის არის პირველი ვიეტნამში დაბადებული მსახიობი, რომელმაც მოიპოვა ოსკარის პრემია. ჟურნალმა Time ის 2023 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ამის შემდეგ მან ითამაშა Disney+‑ის სერიალის „ლოკი“ მეორე სეზონში 2023 წელს და Disney‑ის ანიმაციურ ფილმში „ზოოტოპია 2“ 2025 წელს. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „კე ჰუი კუანი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

კუნგ ფუ პანდა 4

ლოკი

ზოოტოპია 2

