
ჯონი დეპი
Johnny Depp
ჯონ კრისტოფერ დეპი II (დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს) არის ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, „ოქროს გლობუსი“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ასევე, წარდგენილი იყო სამჯერ ოსკარზე და ორჯერ ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოზე. მან დებიუტი განახორციელა საშინელებათა ფილმში „საშინელება ელმის ქუჩაზე“ (1984), სანამ პოპულარობა მოიპოვა, როგორც თინეიჯერების კუმირმა სატელევიზიო სერიალში „21 ჯამპ-სტრიტი“ (1987–1990). 1990-იან წლებში ის ძირითადად დამოუკიდებელ ფილმებში იღებდა მონაწილეობას და ხშირად ექსცენტრიულ პერსონაჟებს თამაშობდა. ამ ფილმებს შორისაა „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“ (1993), „ბენი და ჯუნი“ (1993), „მკვდარი კაცი“ (1995), „დონი ბრასკო“ (1997) და „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ (1998). მან, ასევე, დაიწყო თანამშრომლობა რეჟისორ ტიმ ბარტონთან და მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში „ედვარდ მაკრატელ-ხელები“ (1990), „ედ ვუდი“ (1994) და „ძილისნარევი ველის ლეგენდა“ (1999). 2000-იან წლებში ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული კინოვარსკვლავი, როდესაც ითამაშა კაპიტან ჯეკ სპაროუს როლი სათავგადასავლო ფილმების სერიაში „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (2003–2017). მან კრიტიკოსების დადებითი შეფასება მიიღო ფილმისთვის „პეტრ პენის შექმნა“ (2004) და გააგრძელა კომერციულად წარმატებული თანამშრომლობა ტიმ ბარტონთან ფილმებში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (2005), „გაყინული პატარძალი“ (2005), „სუინი ტოდი: ფლიტ-სტრიტის დემონი-დალაქი“ (2007) და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (2010). 2012 წელს ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იყო აღნიშნული 75 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით. 2010-იან წლებში დეპმა დაიწყო ფილმების წარმოება თავისი კომპანიის, Infinitum Nihil-ის მეშვეობით და შექმნა როკ-სუპერჯგუფი Hollywood Vampires ელის კუპერთან და ჯო პერითან ერთად. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან ჯონი დეპი, რომლის ლიცენზირებაც მოხდა შემდეგი პირობებით: კონტრიბუტორთა სრული სია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

შავი მესა

კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასალიერში

მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში

ტურისტი

კოკაინი

ალისა საოცრებათა ქვეყანაში

შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში

ალისა სარკის მიღმა

ბარბაროსების მოლოდინში

დონი ბრასკო

რანგო

საზოგადოების მტრები

კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან

კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე

კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი

