
ჯოელ კინამანი
Joel Kinnaman
ჩარლზ ჯოელ ნორდსტრომ კინამანი (დაიბადა 1979 წლის 25 ნოემბერს) არის შვედ-ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პირველად მიიღო აღიარება შვედურ ფილმში „ადვილი ფული“ და კრიმინალურ სერიალში „იოჰან ფალკი“ შესრულებული როლებისთვის. კინამანი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია თავისი სატელევიზიო როლებით, როგორიცაა დეტექტივი სტივენ ჰოლდერი AMC-ის სერიალში „მოკვლა“, ტაკეში კოვაქსი „შეცვლილი ნახშირბადის“ პირველ სეზონში და გუბერნატორი უილ კონვეი „სახელმწიფო მდივნის“ აშშ-ის ვერსიაში. ის, ასევე, ასრულებდა ალექს მერფის როლს 2014 წლის „რობოკოპის“ რიმეიკში და რიკ ფლეგის როლს Warner Bros.-ის მიერ DC Comics-ის ანტიგმირთა გუნდის „სუიციდური რაზმის“ (2016) ეკრანიზაციებში, ასევე, ჯეიმს განის 2021 წლის სიკველში/სოფტ-რიბუთში „სუიციდური რაზმი“. 2019 წლიდან ის ასრულებს NASA-ს ასტრონავტის, ედ ბოლდვინის როლს Apple TV+-ის სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამატულ სერიალში „ყველა კაცობრიობისთვის“.
ფილმოგრაფია

დეტექტივი ჰოლი

რობოკოპი

ყველაზე ბნელი დრო

უსაფრთხო სახლი

