Jessica Alba
მსახიობი

ჯესიკა ალბა

Jessica Alba

28 აპრილი, 1981პომონა, კალიფორნია, აშშ4 ფილმი

ჯესიკა მარი ალბა (დაიბადა 1981 წლის 28 აპრილს) არის ამერიკელი მსახიობი, ბიზნესმენი და მეწარმე. მან სამსახიობო კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო ფილმით „ბანაკი უცნობ ადგილას“ (1994), რასაც მოჰყვა „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“ (1994), ხოლო 19 წლის ასაკში ცნობადობა მოიპოვა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა სატელევიზიო სერიალში „მუქი ანგელოზი“ (2000–2002), რომლისთვისაც „ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული. მისი წარმატება დიდ ეკრანზე ფილმით „ჰანი“ (2003) დაიწყო. მალევე მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ჰოლივუდის მსახიობმა და თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ ბესტსელერში ითამაშა, მათ შორის: „ფანტასტიკური ოთხეული“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლის სერფერის აღზევება“ (2007), „გაუმართლოს ჩაკს“ (2007), „თვალი“ (2008), „ვალენტინობის დღე“ (2010), „პატარა ფოკერები“ (2010) და „მექანიკოსი: აღდგომა“ (2016). ის ხშირად თანამშრომლობს რეჟისორ რობერტ როდრიგესთან. მან ითამაშა ფილმებში „ცოდვების ქალაქი“ (2005), „მაჩეტე“ (2010), „შპიონ ბავშვები: მთელი სამყაროს დრო“ (2011), „მაჩეტე კლავს“ (2013) და „ცოდვების ქალაქი: ქალი, რომლისთვისაც ღირს მკვლელობა“ (2014). 2019-2020 წლებში ალბა მონაწილეობდა Spectrum-ის სათავგადასავლო კრიმინალურ სერიალში „L.A.'s Finest“ („ლოს-ანჯელესის საუკეთესოები“). 2011 წელს ალბამ თანადამფუძნებელი გახდა The Honest Company-ისა, სამომხმარებლო საქონლის კომპანიისა, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ, პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებს ყიდის. რამდენიმე ჟურნალმა, მათ შორის, Men's Health-მა, Vanity Fair-მა და FHM-მა, ალბა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების სიებში შეიყვანა. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან ჯესიკა ალბა, რომლის ლიცენზიაა, კონტრიბუტორთა სრული სია ვიკიპედიაზე.

ფილმოგრაფია

თვალი

თვალი

The Eye
მექანიკოსი: აღზევება

მექანიკოსი: აღზევება

Mechanic: Resurrection
ფანტასტიკური ოთხეული

ფანტასტიკური ოთხეული

Fantastic Four
ფანტასტიკური ოთხეული 2

ფანტასტიკური ოთხეული 2

Fantastic Four: Rise of the Silver Surfer