
ჯეს პლემონსი
Jesse Plemons
ჯესი ლონ პლემონსი (დაიბადა 1988 წლის 2 აპრილს) ამერიკელი მსახიობია. მან კარიერა ბავშვობაში, მსახიობად დაიწყო და აღიარება მოიპოვა ლენდრი კლარკის როლით NBC-ის დრამატულ სერიალში „პარასკევის ღამის შუქები“ (2006–2011). ამის შემდეგ მან ტოდ ალკვისტის როლი შეასრულა AMC-ის კრიმინალური დრამატული სერიალის „Breaking Bad“ (2012–2013) მე-5 სეზონში და მის გაგრძელებაში „El Camino: A Breaking Bad Movie“ (2019). მან პირველი ნომინაცია პრაიმ-ტაიმის ემის ჯილდოზე მიიღო ედ ბლუმკვისტის როლისთვის FX ანთოლოგიური სერიალის „ფარგოს“ (2015) მე-2 სეზონში. მან მოიპოვა Critics' Choice Television Award. მან მეორეჯერ მიიღო ემის ნომინაცია თავისი შესრულებისთვის „USS კალისტერში“, ანთოლოგიური სერიალის „შავი სარკის“ (2017) ერთ-ერთ ეპიზოდში. პლემონსს აქვს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ოსტატი“ (2012), „ჯაშუშების ხიდი“ (2015), „სათამაშო ღამე“ (2018), „ირლანდიელი“ (2019), „იუდა და შავი მესია“ (2021) და „ყვავილის მთის მკვლელები“ (2023). მან მთავარი როლები შეასრულა ფილმებში „სხვა ადამიანები“ (2016) და „ვფიქრობ, რომ ყველაფერს წერტილი დავუსვა“ (2020). ფილმში „ძაღლის ძალა“ (2021) მეცხოველის როლის შესრულებისთვის ის წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის, ხოლო ალმანახურ ფილმში „სიკეთეს სხვადასხვა სახე“ (2024) სამი როლის შესრულებისთვის მან მოიპოვა კანის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.
ფილმოგრაფია

შავი მესა

ვიცე პრეზიდენტი

საბრძოლო ხომალდი

დამზადებულია ამერიკაში

