Jennifer Aniston
მსახიობი

ჯენიფერ ანისტონი

Jennifer Aniston

11 თებერვალი, 1969შერმან‑ოუქსი, ლოს‑ანჯელესი, კალიფორნია, აშშ5 ფილმი

ჯენიფერ ჯოანა ენისტონი (დაიბადა 1969 წლის 11 თებერვალს) ამერიკელი მსახიობია. მისი ჯილდოებია პრაიმტაიმის ემის პრემია, ოქროს გლობუსის პრემია და ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია. 2023 წლის მდგომარეობით, ენისტონი მუდმივად შედიოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში. მსახიობების ჯონ ენისტონის და ნენსი დაუს ქალიშვილი ადრეულ ასაკში დაიწყო მსახიობად მუშაობა 1988 წლის ფილმში „მაკი და მე“ ტიტრებში დაუსახელებელი როლით. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი კინოში იყო 1993 წლის საშინელებათა კომედიაში „ლეპრეკონი“. საერთაშორისო აღიარება მან მოიპოვა რეიჩელ გრინის როლით სატელევიზიო სიტკომში „მეგობრები“ 1994-2004 წლებში, რისთვისაც მიენიჭა პრაიმტაიმის ემის ჯილდო საუკეთესო მთავარი მსახიობი ქალისთვის კომედიურ სერიალში. ამის შემდეგ ენისტონი მონაწილეობდა რამდენიმე წარმატებულ კომედიურ ფილმში, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით ჯამში 1,6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ ფილმებს შორისაა „ოფისული სივრცე“ (1999), „ბრიუსი ყოვლისშემძლე“ (2003), „განშორება“ (2006), „მარლი და მე“ (2008), „უბრალოდ, დაეთანხმე“ (2011), „საშინელი უფროსები“ (2011), „ჩვენ მილერები ვართ“ (2013), „დამპლინი“ (2018) და „სადეტექტივო კომედია“ (2019). ანისტონი ასევე მონაწილეობდა აღიარებულ დამოუკიდებელ ფილმებში „კარგი გოგონა“ (2002), „მეგობრები ფულით“ (2006) და „ტორტი“ (2014). 2019 წელს ის ტელევიზიაში დაბრუნდა, გახდა პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი Apple TV+ -ის დრამატულ სერიალში „დილის შოუ“, რომლისთვისაც მან კინომსახიობთა გილდიის პრემია მიიღო. ენისტონი არაერთ ჟურნალში მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების სიებში. მისი სუფთა კაპიტალი 300 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. მას აქვს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე. ის არის 2008 წელს დაარსებული საპროდიუსერო კომპანიის Echo Films-ის თანადამფუძნებელი. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „ჯენიფერ ენისტონი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.

ფილმოგრაფია

თავებზე მონადირე

თავებზე მონადირე

The Bounty Hunter
ყოვლისშემძლე ბრიუსი

ყოვლისშემძლე ბრიუსი

Bruce Almighty
თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ

თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ

Just Go with It
მეგობრები

მეგობრები

Friends
წეროები

წეროები

Storks