
ჯეისონ მომოა
Jason Momoa
ჯოზეფ ჯეისონ ნამაკაეჰა მომოა (დაიბადა 1979 წლის 1 აგვისტოს) არის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მან სამსახიობო დებიუტი ჯეისონ იოანეს როლით განახორციელა სინდიცირებულ სათავგადასავლო დრამატულ სერიალში „Baywatch: Hawaii“ (1999–2001), რასაც მოჰყვა რონონ დექსის როლი Syfy-ის სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში „Stargate Atlantis“ (2005–2009), ხალ დროგოს როლი HBO-ს ფენტეზი დრამატული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ პირველ ორ სეზონში (2011–2012), დეკლან ჰარპის როლი Discovery Channel-ის ისტორიულ დრამატულ სერიალში „Frontier“ (2016–2018) და ბაბა ვოსის როლი Apple TV+-ის სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში „See“ (2019–დღემდე). მომოა ბოლო ორი სერიალის მთავარ როლში იყო. 2016 წლიდან მომოა ასრულებს არტურ კარის / აკვამენის როლს DC-ის გაფართოებულ სამყაროში (DCEU), მთავარი როლით იმავე სახელწოდების 2018 წლის ფილმსა და მის 2023 წლის სიკველში. მომოამ, ასევე, განასახიერა დუნკან აიდაჰოს როლი 2021 წლის ფილმში, რომელიც გადაღებულია სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის „დიუნის“ მიხედვით. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „ჯეისონ მომოა“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო კონტრიბუტორთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

სუპერგოგო

გუნდი: ვაი და ვუი (ამრევები)

ომის მთავარსარდალი

მაინკრაფტი კინოში

ძილის ქვეყანა

See

გზა პალომისკენ

საზღვარი

ტყვია შუბლში

მგლები

ჯონსონის ოჯახის არდადეგები

ცუდი პარტია

ერთხელ ვენისში

მამაცი

ბარბაროსი კონანი

ფორსაჟი 10

აქვამენი: დაკარგული სამეფო

აქვამენი

