
ჯეინ პერი
Jane Perry
ჯეინი ირლანდიური/ინგლისური წარმოშობისაა, დაბადებული და აღზრდილია კალგარიში, ალბერტაში, კანადაში. მას აქვს კლასიკური განათლება და მუშაობდა სცენაზე როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე კანადაში, მათ შორის, 5 წელი კანადის პროვინცია ონტარიოში გამართულ პრესტიჟულ შოუს ფესტივალზე. ის რეგულარულად ჩნდება კინოსა და ტელევიზიაში. მისი მოკრძალებული დასაწყისი მოიცავს ისტორიული მნიშვნელობის მქონე პერსონაჟის განსახიერების პატივს: დოროთი ბანსენს, ფედერალური გამოძიების ბიუროს მდივანს, რომელსაც ჰქონდა დოკუმენტების შენახვის შემოქმედებითი სისტემა და რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ „სექრეთ-მასალებს“ „სექრეთ-მასალები“ ჰქვია. ჯეინი, ასევე, მუშაობს მოძრაობის აღმჭერ მხატვრად და მუდმივად ახმოვანებს სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშს, მათ შორის, HiTMAN-ის სერიას, სადაც 2012 წლიდან დიანა ბერნვუდის ხმას ასრულებს. ის ცხოვრობს ლონდონში, ინგლისში.
ფილმოგრაფია

