
ჯეიმს მარსდენი
James Marsden
ჯეიმს პოლ მარსდენი (დაიბადა 1973 წლის 18 სექტემბერს) არის ამერიკელი მსახიობი. მსახიობად მუშაობა მან დაიწყო სატელევიზიო შოუებში „ზარი გადარჩენის“: ახალი კლასი (1993), „ანგელოზის შეხება“ (1995) და „ხუთეული“ (1995) სტუმრად მონაწილეობით. მარსდენი ცნობილი გახდა ციკლოპის როლის შესრულებით „X-ადამიანების“ ფილმების სერიაში 2000-დან 2014 წლამდე, ასევე, როლებით ფილმებში „ნოუთბუქი“ (2004), „სუპერმენის დაბრუნება“ (2006), „ჰერსპრეი“ (2007), „ჯადოსნური ისტორია“ (2007), „27 ქორწილი და ერთი ქორწინება“ (2008) და „ტელეწამყვანი 2: ლეგენდა გრძელდება“ (2013). მან განასახიერა ჯონ ფ. კენედი დრამატულ ფილმში „მსახური“ (2013) და ტომ ვაჩოვსკი ფილმების სერიაში „სონიკი – ზღარბი“ (2020 წლიდან დღემდე). მარსდენი მონაწილეობდა სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში „ვესტვორლდი“ 2016 წლიდან 2022 წლამდე და შავ-კომედიურ სერიალში „ჩემთვის მკვდარი“ 2019 წლიდან 2022 წლამდე, რომლისთვისაც მან მიიღო ნომინაცია Critics' Choice Television Award-ზე. მას ჰქონდა სტუმრის როლები სიტკომებში „თანამედროვე ოჯახი“ (2011) და „30 როკი“ (2012–2013). ის მონაწილეობდა საკუთარი თავის ფიქციური ვერსიის როლში მოკუმენტური სერიალში „ჟიურის მოვალეობა“ (Jury Duty) (2023), რომლისთვისაც წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის და პრაიმტაიმის ემის პრემიებზე. ამის შემდეგ მარსდენი მთავარ როლს ასრულებდა საშინელებათა ჟანრის სერიალში „სამოთხე“ (2025). აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „ჯეიმზ მარსდენი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

რობოტი და ფრენკი

ტელეწამყვანი 2: ლეგენდა გრძელდება

ტურ დე ფარმასი

საუკეთესო ჩემში

ქერა ეთერში

იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა

იქს-ადამიანები 2

იქს-ადამიანები

ნოქსი მიდის

ვნებით შეპყრობილი

2 იარაღი

ზღარბი სონიკი 3

ზღარბი სონიკი 2

