
იან მკელენი
Ian McKellen
სერ იან მარი მაკ-კელენი (დაიბადა 1939 წლის 25 მაისს) ინგლისელი მსახიობია. მას აქვს ეკრანზე და სცენაზე განსხვავებული ჟანრების როლები შესრულებული, შექსპირის დრამებიდან და თანამედროვე თეატრიდან დაწყებული პოპულარული ფენტეზიითა და სამეცნიერო ფანტასტიკით დამთავრებული. ის ბრიტანული კულტურის სიმბოლოდ ითვლება და 1991 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მას სამეფო ტიტული მიანიჭა. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ტონის პრემია, ექვსი ოლივიეს პრემია და ოქროს გლობუსის პრემია, ასევე ნომინირებული იყო ორ ოსკარზე, ხუთ BAFTA-ს პრემიაზე და ხუთ ემის პრემიაზე. მაკკელენმა სცენაზე პირველად 1961 წელს, ბელგრადის თეატრში გამოვიდა, მისი რეპერტუარული დასის წევრის რანგში, ხოლო 1965 წელს პირველად გამოჩნდა უესტ-ენდის სცენაზე. 1969 წელს მას შესთავაზეს, შეერთებოდა პროსპექტის თეატრალურ კომპანიას და შეესრულებინა მთავარი როლები შექსპირის „რიჩარდ II“-სა და მარლოს „ედუარდ II“-ში. 1970-იან წლებში მაკკელენი შექსპირის სამეფო კომპანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა. მან ხუთი ოლივიეს პრემია მიიღო როლებისთვის პიესებში „საზოგადოების საყრდენი“ (1977), „ალქიმიკოსი“ (1978), „ბენტი“ (1979), „ველური თაფლი“�":" (1984) და „რიჩარდ III“ (1995). მაკკელენმა ბროდვეიზე დებიუტი „დაპირებაში“ (1965) შედგა. მან მიიღო ტონის პრემია სპექტაკლში საუკეთესო მამაკაცი როლის შემსრულებლისთვის ანტონიო სალიერის როლისთვის სპექტაკლში „ამადეუსი“ (1980). ის, ასევე, ნომინირებული იყო ფილმისთვის „იან მაკ-კელენი: შექსპირის როლების შესრულება“ (1984). ის ბროდვეიზე დაბრუნდა სპექტაკლებით „ველური თაფლი“ (1986), „სიკვდილის ცეკვა“ (1990), „ნურავის მიწა“ (2013) და „გოდოს მოლოდინში“ (2013), რომელთაგან ბოლო ორი პატრიკ სტიუარტთან ერთად მომზადებული ერთობლივი პროდუქცია იყო. მაკკელენმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა თავისი კინოროლებით, მათ შორის, ტიტულოვანი მეფის როლით ფილმში „რიჩარდ III“ (1995), ჯეიმს უეილის როლით ფილმში „ღმერთები და მონსტრები“ (1998), მაგნეტოს როლით „X-ადამიანების“ ფილმებში, კოგსვორტის როლით ფილმში „ლამაზმანი და ურჩხული“�":" (2017) და განდალფის როლით „ბეჭდების მბრძანებლის“ (2001–2003) და „ჰობიტის“ (2012–2014) ტრილოგიებში. სხვა აღსანიშნავი კინოროლებია „სიყვარულის შეხება“ (1969), „პლენტი“ (1985), „დაშორების ექვსი ხარისხი“ (1993), „რესტავრაცია“ (1995), „ჩარეცხილი“ (2006), „ბატონი ჰოლმსი (2015) და კარგი მატყუარა (2019). მაკკელენმა 1988 წელს გამოაქვეყნა თავისი ჰომოსექსუალობა და მას შემდეგ მხარს უჭერს ლგბტ სოციალურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში. 2014 წლის ოქტომბერში მას ლონდონის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მაკკელენი არის სტონუოლის, გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ლგბტ უფლებების ლობისტური ჯგუფის, თანადამფუძნებელი, რომელიც სტონუოლის არეულობების საპატივცემულოდ დაერქვა. ის, ასევე, არის ლგბტ ისტორიის თვის, ლონდონის პრაიდის, ოქსფორდის პრაიდის, GayGlos-ის, ლგბტ ფონდის და FFLAG-ის პატრონი. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „იან მაკ-კელენი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაში.
ფილმოგრაფია

ოქროს კომპასი

იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები

იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა

იქს-ადამიანები 2

იქს-ადამიანები

ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

