
ჯორჯ კლუნი
George Clooney
ჯორჯ ტიმოთი კლუნი (დაიბადა 1961 წლის 6 მაისს) არის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. კლუნი, რომელიც ცნობილია როგორც მთავარი მამაკაცი როლების შემსრულებელი ეკრანზე როგორც ბლოკბასტერებში, ისე დამოუკიდებელ ფილმებში, დაჯილდოებულია მრავალი პრიზით, მათ შორის, ორი ოსკარით, BAFTA-ს პრიზით და ოთხი ოქროს გლობუსით, ასევე წარდგენილი იყო სამ პრაიმტაიმის ემის პრიზზე და ტონის პრიზზე. მისი ჯილდოები მოიცავს სესილ ბ. დემილის პრემია 2015 წელს, საპატიო „სეზარი“ 2017 წელს, AFI-ის პრემია „წარმატებული კარიერისთვის“ 2018 წელს და კენედის ცენტრის პრემია 2022 წელს. კლუნის გამორჩეული როლი იყო დოქტორი დაგ როსი NBC-ის სამედიცინო დრამაში „ER“ (1994–1999), რომლისთვისაც მან ორი ნომინაცია მიიღო „პრაიმტაიმის ემის“ დაჯილდოებაზე. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც კინოვარსკვლავმა, როლებში ფილმებში „მზის ჩასვლიდან განთიადემდე“ (1996), „თვალს გარეშე“ (1998), „სამი მეფე“ (1999), „ო, ძმაო, სად ხარ?“ (2000) და „ოუშენის საგა“ (2001–2007). მან მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი როლის შემსრულებლისთვის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის როლის შესრულებისთვის ფილმში „სირიანა“ (2005). ის ოსკარზე იყო ნომინირებული მისი როლებისთვის ფილმებში „მაიკლ კლეიტონი“ (2007), „ზეცაში“ (2009) და „შთამომავლები“ (2011). ის, ასევე, მონაწილეობდა ფილმებში „წაიკითხე და დაწვი“ (2008), „საოცარი ბატონი ფოქსი“ (2009), „გრავიტაცია“ (2013), „მოგესალმებით, კეისარო!“ (2016) და „ჯეი კელი“ (2025). კლუნის რეჟისორობით გამოსულია ცხრა სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის შპიონური ფილმი „საშიში გონების აღიარება“ (2002), ისტორიული დრამა „კარგი ღამე და წარმატებები“ (2005), პოლიტიკური დრამა „მარტის იდები“ (2011), საომარი ფილმი „ხელოვნების ნამუშევრების მცველები“ (2014) და მოწიფების თემაზე შექმნილი ფილმი „მშვიდი ბარი“ (2021), რომელშიც მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს. მან მიიღო ოსკარის პრემია საუკეთესო ფილმისთვის პოლიტიკური თრილერის „არგოს“ (2012) თანაპროდიუსერობისთვის. მან ბროდვეიზე დებიუტი ედვარდ რ. მეროუ მისი 2005 წლის ფილმის „კარგი ღამე და წარმატებები“ (2025) სათეატრო ადაპტაციაში, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ტონის პრემიაზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში.\n\nკლუნი 2006 წლიდან 2009 წლამდე ყოველწლიურად მოხვდა ჟურნალ Time-ის წლიურ სიაში Time 100, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს ყველაზე ზეგავლენიან ადამიანებს. ის, ასევე, ცნობილია თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტიურობით. ის 2008 წლიდან არის გაეროს მშვიდობის ელჩი. კლუნი ასევე არის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. მსახიობ ტალია ბალსამთან განქორწინების შემდეგ, 2014 წლიდან დაქორწინებულია ადამიანის უფლებათა დამცველ იურისტზე ამალ კლუნიზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან ჯორჯ კლუნი, ლიცენზირებული, კონტრიბუტორთა სრული სია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

ფინანსური მონსტრი

სირიანა

წაკითხვისთანავე დაწვით

მარტის იდეები

