
ფულვიო სესერი
Fulvio Cecere
ფულვიო ჩეჩერე ამერიკელი მსახიობია. იტალიელი მშობლებისგან დაბადებულმა მან სწავლა გაიარა სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლოს-ანჯელესში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება სამართალი კი არა, მსახიობობა იყო. ჩეჩერე მუშაობს სხვადასხვა ადგილას და მთელი წლის განმავლობაში გადაადგილდება ვანკუვერს, ტორონტოს, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკს შორის. მან განასახიერა თავისუფალი პროფესიის დეტექტივი ფრედ დურკინი A&E Network-ის ორიგინალურ ფილმში „ოქროს ობობები: ნერო ვულფის საიდუმლო“ (2000) და სერიალში „ნერო ვულფის საიდუმლო“ (2001–2002). ის, ასევე, ასრულებდა ლეიტენანტ თორნის როლს სერიალში „ბეტლსტარ გალაქტიკა“, აგენტ სანდოვალის როლს სერიალში „მუქი ანგელოზი“ (2000–2002) და ჰქონდა პერიოდული როლები სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში, მათ შორის, „ტარზანში“, „ტილტში“, „ბლეიდში“ და „ინტელექტში“. მისი სამუშაო მხატვრულ ფილმებში მოიცავს როლებს ფილმებში „ანაზღაურება“, „შეტევა 13-ე უბანზე“, „კონკია-კაცი“, „დატანჯული“ და „მცველები“.
ფილმოგრაფია

ადელაინის ასაკი

