
ფრანკ ლანგელა
Frank Langella
ფრენკ ა. ლანჯელა უმცრ. (დ. 1 იანვარი, 1938) არის ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მას ოთხჯერ მიენიჭა ტონის ჯილდო (შვიდი ნომინაციიდან), ასევე წარდგენილი იყო ოსკარის, ბაფტას, ემის და ორი ოქროს გლობუსის ჯილდოებზე. ლანჯელას აღსანიშნავი კინოროლები მოიცავს როლებს ფილმებში: „შეშლილი დიასახლისის დღიური“ (1970), მელ ბრუქსის „თორმეტი სკამი“ (1970), „დრაკულა“ (1979), „დეივი“ (1993), „მეცხრე კარი“ (1999), „კარგი ღამე და წარმატებები“ (2005), „დასაწყისი საღამოს“ (2007), „ფროსტი/ნიქსონი“ (2008), „უოლ-სტრიტი: ფული არასოდეს იძინებს“ (2010), „ყველაფერი კარგი“ (2010), „რობოტი და ფრენკი“ (2012), „ნოე“ (2014), „კაპიტანი ფანტასტიკური“ (2016) და „ჩიკაგოს შვიდთა სასამართლო პროცესი“ (2020). ტელევიზიაში ლანჯელას ჰქონდა განმეორებითი როლები სერიალებში „ამერიკელები“ (2013–2017) და „ხუმრობა“ (2018–2020).
ფილმოგრაფია

რობოტი და ფრენკი

