
კეიტ ბლანჩეტი
Cate Blanchett
კეტრინ ელის ბლანშეტი (დ. 14 მაისი, 1969) არის ავსტრალიელი მსახიობი და პროდიუსერი. ის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობ ქალად და ცნობილია თავისი მრავალმხრივი საქმიანობით დამოუკიდებელ ფილმებში, ბლოკბასტერებსა და სცენაზე. ბლანშეტი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, ორი ოსკარის, სამი ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოს, სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოსა და სამი ოქროს გლობუსის. დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბლანშეტმა სამსახიობო კარიერა ავსტრალიის სცენაზე დაიწყო, სადაც 1992 წელს „ელექტრაში“, ხოლო 1994 წელს „ჰამლეტში“ ითამაშა. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა დრამატულ ფილმში „ელიზაბეთი“ (1998) ელიზაბეტ I-ის როლით, რომლისთვისაც მან მიიღო „ოქროს გლობუსი“ და BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ასევე, მიიღო ოსკარის პირველი ნომინაცია შვიდიდან. კეტრინ ჰეპბერნის როლის შესრულებამ მარტინ სკორსეზეს ფილმში „ავიატორი“ (2004) მას მოუტანა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი როლისთვის. მოგვიანებით მან მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ვუდი ალენის კომედიურ დრამაში „ცისფერი ჟასმინი“ (2013) ნევროზული ყოფილი სოციალიტის როლის შესრულებისთვის. ბლანშეტის სხვა როლები, რომლებისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარზე, მოიცავს ფილმებს „შენიშვნები სკანდალის შესახებ“ (2006), „მე იქ არ ვარ“ (2007), „ელიზაბეთი: ოქროს ხანა“ (2007) და „კეროლი“ (2015). მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმებია ტრილოგიები „ბეჭდების მბრძანებელი“ (2001–2003) და „ჰობიტი“ (2012–2014), „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“ (2008), „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“ (2008), „კონკია“ (2015), „თორი: რაგნაროკი“ (2017) და „ოუშენის 8“ (2018). ბლანშეტი 20-ზე მეტ თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდა. 2008-დან 2013 წლამდე ის და მისი მეუღლე, ენდრიუ აპტონი, იყვნენ სიდნეის თეატრალური კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელები. ამ პერიოდში მისი ზოგიერთი როლი იყო სპექტაკლების „ვაგონი სახელად „მო(ნ)დარება“, „ძია ვანია“ და „მოსამსახურეები“ განახლებულ ვერსიებში, რამაც მას არაერთი თეატრალური ჯილდო და ნომინაცია მოუტანა. მან ბროდვეიზე დებიუტი 2017 წელს განახორციელა სპექტაკლით „The Present“, რომლისთვისაც ტონი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო. ბლანშეტი ასევე წარდგენილი იყო „ემის“ პრემიაზე ნომინაციებში „საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მცირე ფორმატის სერიალში ან ფილმში“ და „საუკეთესო მცირე ფორმატის სერიალი“ პროდიუსერის სტატუსით FX/Hulu-ს ისტორიული დრამატული მინისერიალისთვის „მისის ამერიკა“ (2020).
ფილმოგრაფია

მამა დედა და ძმა

გილერმო დელ ტოროს პინოქიო

მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა

ბაბილონი

არ აიხედო

ავიატორი

სპილბერგი

ელისაბედი

მე იქ არ ვარ

თორი: რაგნაროკი

როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 3

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2

