
კარი კუნი
Carrie Coon
კერი ალექსანდრა კუნი (დაიბადა 1981 წლის 24 იანვარს) არის ამერიკელი მსახიობი. ცნობილია სცენასა და ეკრანზე რთული პერსონაჟების განსახიერებით. მას მიღებული აქვს Critics' Choice Television Award, ასევე წარდგენილი იყო სამ Primetime Emmy Award-ზე და ერთხელ Tony Award-ზე. ტელევიზიაში მისი პირველი წარმატებული როლი იყო ნორა დურსტის როლი დრამატულ სერიალში „დარჩენილები“ (2014–2017). ამის შემდეგ, მან მიიღო თავისი პირველი ნომინაცია პრაიმტაიმის ემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მცირე სერიალში ან ფილმში“ თავისი როლისთვის, გლორია ბურგლის როლში, შავი კომედიის ჟანრის კრიმინალური ანთოლოგიური სერიალის „ფარგოს“ (2017) მესამე სეზონში, მისი მეორე ნომინაცია იყო კატეგორიაში „საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“ ბერტა რასელის როლისთვის ისტორიული დრამატულ სერიალში „ოქროს ხანა“ (2022 წლიდან დღემდე) და მისი მესამე ნომინაცია იყო კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“ ლორი დაფის როლისთვის მან კინოში დებიუტი „დაკარგულ გოგონაში“ (2014) განახორციელა, შემდეგ კი ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „პოსტი“ (2017), „ქვრივები“ (2018), „ბუდე“ (2020), „ბოსტონის მკლავი“ (2023) და „მისი სამი ქალიშვილი“ (2024). მას, ასევე, განსახიერებული აქვს პერსონაჟები ბლოკბასტერ ფილმებში, როგორიცაა პროქსიმა მიდნაიტი ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და კალი სპენგლერი ფილმში „მოჩვენებათა მონადირეები: მომავალი ცხოვრება“ (2021) და მის სიკველში, „მოჩვენებათა მონადირეები: გაყინული იმპერია“ (2024). სცენაზე კუნმა ბროდვეიზე დებიუტი განახორციელა ნაივური ცოლის, ჰანის როლით პიესის „ვინ ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (2012) განახლებულ ვერსიაში, რისთვისაც ის წარდგენილი იყო ტონის პრემიაზე პიესაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაში. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „კერი კუნი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო ავტორების სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

