
ბრენდან გლისონი
Brendan Gleeson
ბრენდან გლისონი (დ. 29 მარტი, 1955) ირლანდიელი მსახიობი და კინორეჟისორია. ის არის სამი IFTA-ს, ორი BIFA-ს და Primetime Emmy-ს პრემიის ლაურეატი. ორჯერ წარდგენილი იყო BAFTA-ს პრემიაზე, ხუთჯერ — ოქროს გლობუსზე და ერთხელ — ოსკარზე. 2020 წელს ის 18-ე ადგილზე იყო The Irish Times-ის მიერ შედგენილ ირლანდიის საუკეთესო კინომსახიობთა სიაში. ის მსახიობების, დომნალ გლისონის და ბრაიან გლისონის მამაა. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლით ალასტორ მუდის სახით ჰარი პოტერის ფილმებში (2005–2010). ის, ასევე, ცნობილია მეორეხარისხოვანი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა „გულადი გული“ (1995), „მაიკლ კოლინზი“ (1996), „28 დღის შემდეგ“ (2002), „ნიუ-იორკის ბანდები“ (2002), „ცივი მთის ამბავი“ (2003), „ტროა“ (2004), „სუფრაჟისტები“ (2015), „პადინგტონი 2“ (2017), „ბასტერ სკრაგსის ბალადა“ (2018) და „მაკბეტის ტრაგედია“ (2021). ის, ასევე, ცნობილია მთავარი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა „გენერალი“ (1998), „ბრიუგეში“ (2008), „დამცველი“ (2011), „კალვარია“ (2014), „ფრენკი“ (2019) და „ინიშერინის ბანსიები“ (2022). ბოლო ფილმისთვის მან მიიღო ნომინაცია საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლისთვის ოსკარის პრემიაზე. 2009 წელს მან მოიპოვა პრაიმ-ტაიმის „ემის“ ჯილდო უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის სატელევიზიო ფილმში „შტორმის წინაშე“. ის, ასევე, წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის პრემიაზე დონალდ ტრამპის როლის შესრულებისთვის Showtime-ის სერიალში „კომის წესი“ (The Comey Rule, 2020). 2017-2019 წლებში ის მთავარ როლს ასრულებდა კრიმინალურ სერიალში „მისტერ მერსედესი“. ის წარდგენილი იყო ემის პრემიაზე სტივენ ფრიარსის Sundance TV-ის სერიალისთვის „შეერთებული შტატების მდგომარეობა“ (2022).
ფილმოგრაფია

მომავლის ზღვარი

მამაცი გული

ჯოკერი: Folie à Deux

ნიუ-იორკის ბანდები

იცხოვრე ღამით

უსაფრთხო სახლი

ბრიუგეში

მაკბეტის ტრაგედია

28 დღის შემდეგ

მკვლელის მრწამსი

სმურფები 2

სპაიდერ-ნუარი

შეუსრულებელი მისია 2

ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

