
ბიგ ბოი
Big Boi
ანტუან ანდრე პატონი (დაიბადა 1975 წლის 1 თებერვალს), უფრო ცნობილი თავისი სცენური სახელით ბიგ ბოი, არის ამერიკელი რეპერი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ამერიკული ჰიპ-ჰოპ დუეტის OutKast-ის წევრი ანდრე 3000-თან ერთად. დუეტში მუშაობის შედეგად ჩაწერილია ექვსი სტუდიური ალბომი. დუეტის შემოქმედებითი პაუზის დროს, მან და ანდრე 3000-მა განაცხადეს, რომ თითოეული მათგანი აპირებდა სოლო-ალბომის გამოშვებას. ბიგ ბოის სოლო-დებიუტი „Sir Lucious Left Foot: The Son of Chico Dusty“ გამოვიდა 2010 წლის ივლისში და მიაღწია საკმაოდ კარგი გაყიდვების მაჩვენებელსა და კრიტიკოსების აღიარებას. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან Big Boi, რომლის ლიცენზიაა, ხოლო ავტორების სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

