
ოსტინ ბუტლერი
Austin Butler
ოსტინ რობერტ ბატლერი (დაიბადა 1991 წლის 17 აგვისტოს) არის ამერიკელი მსახიობი. ცნობილია თავისი შესრულებებით სცენასა და ეკრანზე. მას მიღებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო და „ოქროს გლობუსი“, ასევე წარდგენილი იყო ოსკარის, ორი კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოსა და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინაციებზე. ჟურნალმა Time ის 2023 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ბატლერმა თავისი კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, როდესაც Disney Channel-ისა და Nickelodeon-ის სიტკომებში გამოჩნდა, განსაკუთრებით „ზოი 101“-ში (2007–2008), ხოლო მოგვიანებით — თინეიჯერულ დრამებში, მათ შორის, The CW-ის სერიალებში „მოულოდნელი ცხოვრება“ (2010–2011) და „დაბადებისას შეცვლილი“ (2011–2012). შემდეგ მან ითამაშა „კერის დღიურებში“ (2013–2014) და „შანარას ქრონიკებში“ (2016–2017). ბატლერის კინო-კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო ტექს უოტსონის როლი კვენტინ ტარანტინოს ისტორიულ დრამედიაში „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019). მან უფრო ფართო აღიარება მოიპოვა ელვის პრესლის გამოსახვით ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულ ფილმში „ელვისი“ (2022), რომლისთვისაც მიენიჭა BAFTA-ს პრემია და ოქროს გლობუსის პრემია, ასევე წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. ამის შემდეგ მან ითამაშა Apple TV+ -ის მინისერიალში „ჰაერის ბატონები“ (2024), დენის ვილნევის სათავგადასავლო ფანტასტიკურ ფილმში „დიუნა: მეორე ნაწილი“ (2024) და დარენ არონოფსკის კრიმინალურ თრილერში „დაჭერილი ქურდობისას“ (2025). სცენაზე ბატლერმა ბროდვეიზე დებიუტი იუჯინ ო'ნილის პიესის „ყინულის გამყიდველი მოდის“ (2018) განახლებული ვერსიით აღნიშნა. აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან „ოსტინ ბატლერი“, რომლის ლიცენზიაა, ხოლო წვლილის შემომტანთა სრული სია ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე.
ფილმოგრაფია

დამპყრობები

დიუნი: ნაწილი ორი

