Ary Abittan
მსახიობი

არი აბიტანი

Ary Abittan

31 იანვარი, 1974- პარიზი, საფრანგეთი2 ფილმი

არი აბიტანი (დ. 31 იანვარი, 1974) არის ფრანგი მსახიობი და იუმორისტი. არი აბიტანი დაიბადა 1974 წლის 31 იანვარს, პარიზში. ის სეფარდული ებრაული (მაღრიბული ებრაული) ოჯახიდანაა. მისი მამა მაროკოელი, ხოლო დედა — ტუნისელი იყო. ბავშვობის ნაწილი მან გარჟ-ლე-გონესსა და სარსელში გაატარა. 19 წლის ასაკში ის მამამისის მსგავსად ტაქსის მძღოლი გახდა, რაც საშუალებას აძლევდა, დაეფინანსებინა თავისი პირველი თეატრალური გაკვეთილები. 1993 წელს არი აბიტანმა (თეატრალურ გაკვეთილებთან პარალელურად) დაწერა თავისი პირველი სკეტჩები და შემდეგ, 1994 წლიდან, სცენაზე გამოდიოდა. 2007 წელს მან მთავარი როლი შეასრულა პიესაში „გილოცავთ ხანუკას“, რომლის რეჟისორიც ჟან-ლუკ მორო იყო. იმავე წელს, ის მთავარ როლს ასრულებს სერიალის „Nos années pension“ სამ სეზონში, რომელსაც არხი France 2 აჩვენებდა. 2012 წელს მან ითამაშა არნო ლემორის ფილმში „დეპრესია და მეგობრები“. იმავე წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა ფესტივალში „მარაკეშის სიცილი“. 2014 წელს ის მონაწილეობს ფილიპ დე შოვერონის ფილმში „სერიული (ცუდი) ქორწილები“ კრისტიან კლავიესა და შანტალ ლობისთან ერთად. წყარო: სტატია „არი აბიტანი“ ინგლისურენოვანი ვიკიპედიიდან, ლიცენზირებული CC-BY-SA 3.0-ის შესაბამისად.

ფილმოგრაფია

კიდევ რა დავუშავეთ ღმერთს?

კიდევ რა დავუშავეთ ღმერთს?

Serial (Bad) Weddings 2 (Qu'est-ce qu'on a encore fait au Bon Dieu?)
ტურ დე შანსი

ტურ დე შანსი

Tour de Force (La Grande Boucle)