Antonio Banderas
მსახიობი

ანტონიო ბანდერასი

Antonio Banderas

10 აგვისტო, 1960მალაგა, ანდალუსია, ესპანეთი14 ფილმი

ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერა (დაიბადა 1960 წლის 10 აგვისტოს), პროფესიონალურად ცნობილი, როგორც ანტონიო ბანდერასი, არის ესპანელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია სხვადასხვა ჟანრის ფილმებში შესრულებული როლებით. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, კანის კინოფესტივალის პრიზი და ევროპული კინოპრემია, ასევე, ნომინირებული იყო ოსკარზე, ტონის პრემიაზე, ორ პრაიმტაიმის ემის პრემიაზე და ხუთ ოქროს გლობუსზე. ბანდერასმა კინოში დებიუტი პედრო ალმოდოვარის ექსცენტრიულ კომედიაში „ვნების ლაბირინთი“ (1982) განახორციელა. ამის შემდეგ ისინი ერთად მრავალ ფილმზე იმუშავეს, მათ შორის: „მატადორი“ (1986), „სურვილის კანონი“ (1987), „ქალები ნერვული შეშლილობის ზღვარზე“ (1988), „შემკარი და შემბოჭავი“ შემკარი და დამკარი! (1989) და კანი, რომელშიც ვცხოვრობ (2011). 2019 წლის ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“ ბანდერასმა მიიღო სხვადასხვა ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, მათ შორის, კანის კინოფესტივალის პრიზი, გოიას პრემია, ასევე, ნომინაციები ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიებზე. ის, ასევე, ცნობილია რამდენიმე ჰოლივუდური ფილმით, როგორიცაა „ფილადელფია“ (1993), „ინტერვიუ ვამპირთან“ (1994), „დესპერადო“ (1995), „მკვლელები“ (1995), „ევიტა“ (1996) და „ზოროს ნიღაბი“ (1998). ის, ასევე, მონაწილეობდა „შპიონ ბავშვების“ სერიის პირველ სამ ფილმში (2001-2003) და იყო კატა ბასტიანის ხმა „შრეკის“ ფრენშიზაში (2004–დღემდე) და მის სპინ-ოფ ფილმებში „კატა ბასტიანი“ (2011) და „კატა ბასტიანი: ბოლო სურვილი“ (2022). 2003 წელს ბანდერასმა აშშ-ის თეატრში დებიუტი განახორციელა გვიდო კონტინის როლით სპექტაკლში „ცხრა“, რომლისთვისაც ის წარდგენილი იყო ტონის პრემიაზე და მიენიჭა დრამა დესკის პრემია. ის წარდგენილი იყო პრაიმ-ტაიმის ემის პრემიაზე ნომინაციით ტელეფილმში „და მთავარ როლში — პანჩო ვილა თავის თავად“ (2004) და სერიალის „გენიოსის“ მეორე სეზონში (2018) შესრულებული როლებისთვის; ბოლო სერიალში პაბლო პიკასოს როლის შესრულებამ მას კრიტიკოსების აღიარება მოუტანა.

ფილმოგრაფია

ლეგენდა ზოროზე

ლეგენდა ზოროზე

The Legend of Zorro
ზვიოს ნიღაბი

ზვიოს ნიღაბი

The Mask of Zorro
შრეკი 4

შრეკი 4

Shrek 4
შრეკი 3

შრეკი 3

Shrek 3
შრეკი 2

შრეკი 2

Shrek 2
მთავარი როლი

მთავარი როლი

Official Competition
ინტერვიუ ვამპირთან

ინტერვიუ ვამპირთან

Interview with the Vampire
ფილადელფია

ფილადელფია

Philadelphia
მკვლელის ცოლის მცველი

მკვლელის ცოლის მცველი

Hitman's Wife's Bodyguard
შეინარჩუნე რიტმი

შეინარჩუნე რიტმი

Take the Lead
შეუცნობელი: განძის ძიებაში

შეუცნობელი: განძის ძიებაში

Uncharted
შეუჩერებელნი 3

შეუჩერებელნი 3

The Expendables 3
ჩექმებიანი კატა 2

ჩექმებიანი კატა 2

Puss in Boots: The Last Wish
ჩექმებიანი კატა

ჩექმებიანი კატა

Puss in Boots