
ალი სულიმანი
Ali Suliman
ალი სულიმანი დაიბადა 1977 წელს, ქალაქ ნაზარეთში, ისრაელში. დრამატული ხელოვნებისადმი ინტერესმა ის თელ-ავივის პრესტიჟულ „სამსახიობო სკოლაში“ მიიყვანა, სადაც 2000 წელს დაამთავრა სწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ ის შეუერთდა ლონდონში მოქმედ „კომედია დელ'არტეს“ — ნიღბების თეატრის ჯგუფს. ალიმ გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ჰორიზონტები დრამის ფარგლებში და დაიკავა სამსახიობო ხელოვნების მასწავლებლის პოზიცია რაჰატის საზოგადოებრივ ცენტრში. ნეგევში გატარებული დროის შემდეგ, ალიმ მონაწილეობა მიიღო ისეთ ჯილდოების მფლობელ ფილმებში, როგორიცაა „სამოთხე ახლა“ (საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ოქროს გლობუსზე და საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინანტი ოსკარის დაჯილდოებაზე) და „სირიელი პატარძალი“. ის, ასევე, მონაწილეობდა ჯეიმი ფოქსისა და ჯენიფერ გარნერის გვერდით კრიტიკოსების მიერ აღიარებულ სათავგადასავლო თრილერში „სამეფო“. მომავალ პროექტებს შორისაა პოლიტიკური თრილერი „სატყუარა“ ლეგენდარული რეჟისორის, რიდლი სკოტისგან.
ფილმოგრაფია

სიცრუის ერთობლიობა

