Albert Brooks
მსახიობი

ალბერტ ბრუკსი

Albert Brooks

22 ივლისი, 1947ბევერლი‑ჰილზი, კალიფორნია, აშშ5 ფილმი

ალბერტ ლოურენს აინშტაინი (დაიბადა 1947 წლის 22 ივლისს), პროფესიულად ცნობილი, როგორც ალბერტ ბრუქსი, არის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. ის წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ნომინაციაში 1987 წლის ფილმისთვის „ტელენოვოსი“ და ფართოდ იყო აღიარებული მისი შესრულებისთვის, როგორც უმოწყალო ებრაელი მაფიოზის, 2011 წლის სათავგადასავლო დრამატულ ფილმში „დრაივი“. ბრუქსს, ასევე, აქვს მონაწილეობა მიღებული ფილმებში „ტაქსისტი“ (1976), „რიგითი ბენჯამინი“ (1980), „უღალატოდ შენი“ (1984) და „ჩემი პირველი ბატონი“ (2001). მას არაერთი კომედიური ფილმის სცენარი აქვს დაწერილი, მათ შორის, „თანამედროვე რომანი“ (1981), „დაკარგული ამერიკაში“ (1985) და „შენი ცხოვრების დაცვა“ (1991), რომლებშიც რეჟისორობდა და მთავარ როლებს ასრულებდა. ის, ასევე, არის წიგნის „2030: The Real Story of What Happens to America“ (2011) ავტორი. მისი ხმის როლები მოიცავს მარლინს ფილმებში „ნემოს ძიება“ (2003) და „დორის ძიება“ (2016), ტიბერიუსს ფილმში „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“ (2016) და რამდენიმე ერთჯერად პერსონაჟს „სიმფსონებში“, მათ შორის, ჰენკ სკორპიოს ეპიზოდში „You Only Move Twice“ (1996) და რას კარგილს ფილმში „სიმფსონები“ (2007). აღწერილობა ზემოთ მოცემულია ვიკიპედიის სტატიიდან ალბერტ ბრუქსი, ლიცენზირებული, ავტორთა სრული სია ვიკიპედიაზე.​

ფილმოგრაფია

ტვინის შერყევა

ტვინის შერყევა

Concussion
ტაქსის მძღოლი

ტაქსის მძღოლი

Taxi Driver
დრაივი

დრაივი

Drive
დორის ძიებიში

დორის ძიებიში

Finding Dory
ნემოს ძიებაში

ნემოს ძიებაში

Finding Nemo