
ალ პასინო
Al Pacino
ალფრედო ჯეიმს პაჩინო (დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს) არის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელებული კარიერის განმავლობაში მან მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის, ოსკარის პრემია, ორი ტონის პრემია და ორი პრაიმტაიმის ემის პრემია. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე მსახიობიდან, რომლებმაც სამსახიობო ხელოვნების სამმაგი გვირგვინი მიიღეს. მას, ასევე, მიენიჭა AFI-ის ჯილდო „სიცოცხლის განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის“, სესილ ბ. დემილის ჯილდო და ხელოვნების ეროვნული მედალი. მეთოდური მსახიობი და HB სტუდიისა და მსახიობთა სტუდიის ყოფილი სტუდენტი, სადაც მას ჩარლი ლოტონმა და ლი სტრასბერგმა ასწავლეს, პაჩინოს კინოდებიუტი შედგა 29 წლის ასაკში, მცირე როლით ფილმში „მე, ნატალი“ (1969). მან დადებითი შეფასება მიიღო თავისი პირველი მთავარი როლისთვის ჰეროინდამოკიდებული ადამიანის სახით ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ (1971). ფართო აღიარება და პოპულარობა მას ხვდა წილად მაიკლ კორლეონეს როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლიმამა“ (1972), რომლისთვისაც მან მიიღო თავისი პირველი ნომინაცია ოსკარზე. მან ეს როლი განმეორებით შეასრულა ფილმის გაგრძელებებში „ნათლიმამა II“ (1974) და „ნათლიმამა III“ (1990). მისი მიერ განსახიერებული მაიკლ კორლეონეს პერსონაჟი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. პაჩინო ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ფილმებისთვის „სერპიკო“ (1973), „ნათლიმამა II“, „ძაღლის დღის შუადღე“ (1975) და „…და მართლმსაჯულება ყველასთვის“ (1979). საბოლოოდ, მან ეს ჯილდო მიიღო სიბრმავის მქონე სამხედრო ვეტერანის როლისთვის ფილმში „ქალის სუნამო“ (1992). მისი შესრულებისთვის ფილმებში „ნათლიმამა“, „დიკ ტრეისი“ (1990), „გლენგარი გლენ როსი“ (1992) და „ირლანდიელი“ (2019), მას მიენიჭა საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ოსკარის ნომინაციები. სხვა აღსანიშნავი როლებია ტონი მონტანა ფილმში „ნაწიბურებიანი“ (1983), კარლიტო ბრიგანტე ფილმში „კარლიტოს გზა“ (1993), ბენჯამინ რუჯიერო ფილმში „დონი ბრასკო“ (1997) და ლოუელ ბერგმანი ფილმში „ინსაიდერი“ (1999). ის, ასევე, მთავარ როლებს ასრულებდა თრილერებში „ჰიტი“ (1995), „ეშმაკის ადვოკატი“ (1997), „უძილობა“ (2002) და მონაწილეობდა ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019). ტელევიზიაში პაჩინოს რამდენიმე როლი აქვს შესრულებული HBO-ს პროდუქციებში, მათ შორის, „ანგელოზები ამერიკაში“ (2003) და ჯეკ კევორკიანის ბიოგრაფიულ ფილმში „თქვენ არ იცნობთ ჯეკს“ (2010), რომელთა თითოეულისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმის ემის ჯილდო მინისერიალში ან ფილმში საუკეთესო მთავარი მამაკაცი როლის შემსრულებლისთვის. ამჟამად პაჩინო მონაწილეობს Amazon Video-ს ვებ-სერიალში „მონადირეები“ (2020 წლიდან დღემდე). მას ასევე ჰქონდა წარმატებული კარიერა თეატრალურ სცენაზე. ის ორჯერ გახდა ტონის პრემიის ლაურეატი, 1969 და 1977 წლებში, სპექტაკლებში „ატარებს თუ არა ვეფხვი ჰალსტუხს?“ და „პავლო ჰუმელის საბაზისო მომზადება“ შესრულებული როლებისთვის. პაჩინომ რეჟისურაში დებიუტი გააკეთა ფილმით „რიჩარდის ძიებაში“ (1996), რომელშიც მან ითამაშა მთავარი როლი და იყო რეჟისორი ამ დოკუმენტურ ფილმში რიჩარდ III-ის შესახებ; პაჩინომ მთავარი როლი 1977 წელს თეატრალურ სცენაზეც შეასრულა. ის, ასევე, ასრულებდა შაილოკის როლს 2004 წლის მხატვრული ფილმის ადაპტაციაში და 2010 წლის სცენურ დადგმაში „ვენეციელი ვაჭარი“. პაჩინომ დადგა და მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში „ჩინური ყავა“ (2000), „უაილდის სალომე“ (2011) და „სალომე“ (2013). 1994 წლიდან ის „აქტორის სტუდიის“ ერთ-ერთი პრეზიდენტია. ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედია
ფილმოგრაფია

სომალის მეკობრეები

ქალის სურნელი

შერკინება

ძაღლების შუადღე

გლენგარი გლენ როსი

მკვლელობის უფლება

დიკ ტრეისი

ფრენკი და ჯონი

ჩვენიანი

ჯეკი და ჯილი

შეცდომა

სიმონა

ადექით ბიჭებო

სიყვარულის ზღვა

ჯალათი

ბობი დირფილდი

დენი ქოლინსი

ნებისმიერ კვირა დღეს

88 წუთი

ვენეციელი ვაჭარი

არავის შვილი

მერია

ახალბედა

შენ არ იცნობ ჯეკს

პატერნო

ჯილი

ირლანდიელი

ანგელოზები ამერიკაში

გუჩის სახლი

მონადირეები

დამცირება

მანგლჰორნი

ფული ორისთვის

ოუშენის 13 მეგობარი

კარლიტოს გზა

ნოქსი მიდის

ეშმაკის ადვოკატი

ნაიარევი სახე

ნათლია 3

ნათლია: ნაწილი მეორე

ნათლია

